
ისრაელ-ჰამასის ომის
რუსული ნარატივები
„მტკიცედ უარვყოფ და ვგმობ ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები“. თითქოს ამ წინადადებაში უცნაური არაფერია, სრულიად ლოგიკური რეაქციაა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. მაგრამ ამბავი აქ არ მთავრდება, პირიქით, ის გრძელდება სიტყვებით: „განაცხადა ვლადიმერ პუტინმა“
.png)
ისრაელ-ჰამასის დაპირისპირებამ სხვადასხვა სპექტრით წარმოგვიჩინა, რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე საზოგადოება. მნიშვნელოვანია, ერთი შეხედვით ლოკალური კონფლიქტის მიღმა ფართო სურათის დანახვა ვცადოთ, იმ აქტორების მოქმედებები გავაანალიზოთ, რომლებიც მაქსიმალური სარგებ ლის მისაღებად ხშირად საინფორმაციო ომს მიმართავენ. რთულია, ვისაუბროთ ჰიბრიდულ ომზე და არ გაგვახსენდეს რუსეთი, სახელმწიფო, რომელიც ცდილობს როგორც შიდა ისე საერთაშორისო აუდიტორიას საკუთარი მიზნებისთვის ხელსაყრელი ნარატივები მოახვიოს თავს.

ოქსიმორონი ანუ რუსეთის გზავნილები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ბელტასთან ინტერვიუში:
,,ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, ტერორიზმზე პასუხს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, მათ შორის ძალის განურჩევლად გამოყენებას სამიზნეებზე, სადაც ცნობილია, რომ არიან მშვიდობიანი მოქალაქეები".
გაეროში რუსეთის წარმომადგენლის, ვასილი ნებენზის განცხადება:
,,ისრაელს არ აქვს თავდაცვის უფლება მიმდინარე კონფლიქტში, რადგან ის არის ოკუპანტი სახელმწიფო... ჩვენ არ უარვყოფთ ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის უფლებას, მაგრამ ებრძოლეთ ტერორისტებს და არა მშვიდობიან მოსახლეობას”.
რუსეთის ქმედებები ამ განცხადებების მიღმა

რუსული მხარის განცხადებები ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა, მანიპულაცია, რომელსაც იყენებს რუსეთი, რომ თავი უფრო მშვიდობისმყოფელ, მედიატორ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს. ამის თქმის საფუძველს რუსეთის მიერ მომზადებული რეზოლუცია გვაძლევს, რომელშიც საუბარი იყო ცეცხლის შეწყვეტასა და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე, მაგრამ არ იყო დაგმობილი ჰამასის თავდასხმა ისრაელზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ჟანა სირბილაძის თქმით, რუსეთი ცდილობს დაიწეროს ქულები აღნიშნული კონფლიქტის მეშვეობით და აჟღერებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ნარატივებს. ეს ხდება არა მარტო მედიის დახმარებით, არამედ მაღალი ეშელონებიდან პირდაპირ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის მიზანია რუსეთის უდანაშაულო მსხვერპლად წარმოჩენა, დასავლური ცივილიზაციის და განსაკუთრებით აშშ-ის დაკნინება.
რუსული ნარატივები

